Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება,
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია:

** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი, მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, ექიმთან ვიზიტზე/კვლევაზე ჩაწერა;
** სატელეფონო ზარებით, მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალური ასახვა პროგრამულად.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

ადგილი: თბილისი, კ. ჩაჩავას N7.
სამუშაო გრაფიკი: დღეში 6 საათი, 9:00 საათიდან 15:00 საათამდე, ან 15:00 საათიდან 21:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com, არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვარი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ ცენტრის ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე