Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: მშობლების თანადგომა
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომას" 18+ დღის ცენტრი (მის: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.46) აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 1 სამუშაო დღეს 10 - 16 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით!

ფსიქოლოგი მუშაობის მიზანია:

ხელი შეუწყოს ცენტრის ბენეფიციარების ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებას და მათი უნარების განვითარებას. 


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოოს პირადი საქმე მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
** ბენეფიციარის დღის ცენტრში შემოსვლიდან 20 დღის განმავლობაში შეაფასოს მისი ფუნქციური, ფსიქო-ემოციური და აკადემიური საჭიროებები და დღის ცენტრის მულტიდისციპლინარულ წარუდგინოს წერილობითი დასკვნა ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმის შესადგენად; 

** უხელმძღვანელოს მულტი დისციპლინარულ გუნდს და შეიმუშაოს პირველადი ზრუნვის გეგმა, მონაწილეობა მიიღოს განხორციელების პროცესში;
** იმუშაოს ბენეფიციარებთან, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად;

** მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელოს სხვადასხვა ტექნიკებით: ტესტირება, ინტერვიუ და ა. შ.

** გააცნოს მშობლებს მათი შვილების ინდ. გეგმის მიზნები, კონსულტირების გზით დახმარება შესთავაზოს და გაუწიოს ბენეფიციართა მშობლებს, (სურვილის შემთხვევაში);

** აწარმოოს პროგრესის ჩანაწერები პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც ფსიქოლოგის ჩართულობას მოითხოვს.

** კონსულტაცია გაუწიოს დღის ცენტრის თანამშრომლებს.

** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;

** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;

** კეთილსინდისიერება/სანდოობა;

** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);

** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;

** ადაპტაციის უნარი.
** პუნქტუალობა

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება

გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე