Робота для біженців з України
ფინანსური კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური კონტროლიორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.

" Spar Georgia" უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა.

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.

"Spar Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (კომპანიის დაფინანსებით);
** პარასკევს მოკლე სამუშაო დღეს;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას (ქ.რუსთავი; მეტროსადგური სამგორი და ავლაბარი);

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების გზების შემუშავება;
** მარჟებისა და ობიექტების მომგებიანობის ანალიზი;
** ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადების კონტროლი და მონიტორინგი (ბალანსი, შემოსავლების ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობა და ა.შ);
** შიდა და გარე აუდიტის სამსახურებთან თანამშრომლობა;
** ბიუჯეტირების პროცესის უზრუნველყოფა და გეგმა-ფაქტის ანალიზი;
** მოთხოვნა/ვალდებულებების კონტროლი, Aging ანალიზი და კონტრაგენტების გადახდისუნარიანობის შეფასება;
** აქტიური ჩართულობა ფინანსური სტრატეგიებისა და გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმარების პროცესში;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება რელევანტურ სფეროში (საბანკო, ვაჭრობა, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით);
** სასურველია გამოცდილება საბუღალტრო პროგრამა 1C-ში;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების, ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო რეგულაციების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** სიახლეების მიღებისა და სწრაფად ათვისების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ (ორშ-ხუთშ); 09:00-14:00 (პარასკევი);
** სამუშაო ადგილი: ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის N40;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე