|
დასახელება:
ლაბორატორიის პროგრამული მართვისა და შესრულების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდი
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი "Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
"მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პროგრამული მართვისა და შესრულების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
** ტექნიკური სერვისის ფარგლებში ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** არსებული სერვისული სამუშაოების დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
** კომპანიაში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** შემოსულ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და პირველადი მხარდაჭერის გაწევა;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადება
** სხვა დეპარტამენტებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია და კოორდინაცია
** თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს პროგრამული სიზუსტის კონტროლი
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ:
** მინიმუმ 2-4 წლიანი გამოცდილება სერვისის მენეჯერის, სერვისის კოორდინატორის ან მომიჯნავე პოზიციაზე;
** ტექნიკური სერვისის გუნდის მართვის გამოცდილება;
** სერვისული დავალებების დაგეგმვისა და მონიტორინგის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის, მოლაპარაკების და პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
ბენეფიტები:
** ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
** მდებარეობა: ქ.თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);
** ანაზღაურება: 1500 ლარი
კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
ბენეფიტები:
ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mworld.ge თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|