"სვის კაპიტალი", ახლა უკვე "სკაპი", ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.
სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 35 ფილიალით საქართველოს 14 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ყვარელში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კონტენტ მენეჯერის/ედითორის პოზიციაზე.
თუ გიყვარს ტექსტთან მუშაობა, გესმის ციფრული პროდუქტების ლოგიკა და იცი, როგორ იქცევა სწორი სიტყვა რეალურ გაყიდვად, შემოგვიერთდი!
რას გააკეთებ ამ როლში?
** შექმნი და განავითარებ სკაპის ფინანსური პროდუქტების მომხმარებელზე ორიენტირებულ, მარტივ და გაყიდვებზე ფოკუსირებულ კონტენტს.
** გადმოიტან ფინანსურ პროდუქტებს გასაგებ, სარგებელზე დაფუძნებულ ისტორიებად, რომლებიც ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, აპლიკაციის გამოყენებასა და კონვერსიას.
** იმუშავებ მობილური აპლიკაციის კონტენტზე, პროდუქტის აღწერებზე, ბანერებზე, push-შეტყობინებებსა და in-app მესიჯებზე, მომხმარებლის გზისა და ქცევის გათვალისწინებით.
** შექმნი და დაარედაქტირებ ტექსტებს ვებსაიტისთვის, ლენდინგებისთვის, სოციალური მედიისთვის, ელფოსტისა და CRM კომუნიკაციებისთვის, ასევე სხვა მარკეტინგული მასალებისთვის.
** უზრუნველყოფ სკაპის ბრენდის ხმის, ტონისა და ტერმინოლოგიის ერთიანობას ყველა არხში და სხვადასხვა მომხმარებლის სეგმენტისთვის.
** მჭიდროდ ითანამშრომლებ მარკეტინგის, პროდუქტის, დიზაინისა და შესაბამისობის გუნდებთან კამპანიებისა და კომუნიკაციების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
** მართავ კონტენტის კალენდარს და უზრუნველყოფ დედლაინების დაცვას.
** გააანალიზებ კონტენტის ეფექტიანობას, ჩართულობის მაჩვენებლებს და რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით აუმჯობესებ მესიჯინგს.
რა კვალიფიკაცია და უნარები დაგეხმარება წარმატებაში?
** უმაღლესი განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამის სფეროში.
** კონტენტის შექმნისა და რედაქტირების გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ, ციფრულ ან ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილებას).
** ფინანსური პროდუქტების ან ციფრული სერვისების მომხმარებლისთვის გასაგებად გადმოცემის უნარი.
** მობილური აპლიკაციის, ვებსაიტისა და ციფრული არხების კონტენტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება.
** ბრენდის ტონისა და ერთიანი მესიჯინგის შენარჩუნების პრაქტიკული გამოცდილება.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.
** სტრუქტურირებული აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ანალიტიკური მიდგომა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი კონტენტის გაუმჯობესებისთვის.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@scapp.ge, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის კონტენტ მენეჯერი/ედითორი".
|