|
დასახელება:
მოლარე - კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
SPAR Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
" Spar Georgia" უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა.
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
"Spar Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ყოველთვიურ ბონუსს;
** ლოიალურობის ბონუსს (ნამუშევარი პერიოდის მიხედვით)
** ანაზღაურებას სტაჟირებას პერიოდში;
** კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად;
** სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C)
ძირითადი მოთხოვნები:
გამოცდილება არ არის აუცილებელი (გამოცდილი მენტორები უზრუნველყოფენ კანდიდატისთვის პროცესების ადგილზე შესწავლას).
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
career@spargeorgia.com
|
|
|
|