Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=688779&print=yes&view=jobs
 
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPaw
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
SmartPaw შეიქმნა იმისთვის, რომ შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების საშუალებით გაამარტივოს.

SmartPaw აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ცხოველების ყოველდღიური ცხოვრება შესაძლოა გავხადოთ უფრო სასიამოვნო და სახალისო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.

ამჟამად, SmartPaw აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** არსებულ მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და პრობლემის დროული მოგვარება;
** მიწოდებების კალენდრის შედგენა და კონტროლი;
** ახალი მომხმარებლებისთვის სერვისის გაცნობა და რეგისტრაცია;
** კომპანიის გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია;

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

პირობები:

გრაფიკი: ჰიბრიდული. კვირაში 3 დღე ოფისიდან ან კვირაში ხუთი დღე, ნახევარი განაკვეთი.
გრაფიკი განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატთან.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 118
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: george.abashidze@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია