Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: MEAMA Franchise
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
"Méama ფრენჩაიზი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"Méama" არის თანამედროვე, ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან ყავასა და გამორჩეულ მომსახურებას. ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და მეგობრულ გუნდის წევრებს, რომლებიც იზრუნებენ მომხმარებლის საუკეთესო შთაბეჭდილების შექმნაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

** სასმელების (ყავა, ჩაი და სხვა სტანდარტული შეთავაზებები) მომზადება ბრენდის რეცეპტების მიხედვით
** Méama-ს ავტომატიზებული აპარატების მართვა, სწორი გამოყენება და რეგულარული წმენდა
** სტუმრებთან სწრაფი, თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება
** შეკვეთების მიღება და POS სისტემაში ზუსტად გატარება
** სასმელების ხარისხისა და ვადების კონტროლი
** კაფსულების, ინგრედიენტებისა და ინვენტარის მარაგის მონიტორინგი და შევსება
** სამუშაო ადგილის მუდმივი სისუფთავის უზრუნველყოფა (ბარი, მაგიდები, ტექნიკა)
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა

მოთხოვნები

** კლიენტზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური პიროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტაცია
** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი
** გამოცდილება ბარისტად ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის
** დროულობა და ორგანიზებულობა

პირობები

** მეგობრული და გამართული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარებისა და სწავლების შესაძლებლობა
** მოქნილი გრაფიკი (შეძლებისდაგვარად)
** სტაბილური ანაზღაურება + ბონუსები სამუშაო შედეგებზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Meamafranchise@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე