Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: აგროფუდ მარკეტი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
კომპანია "აგროფუდი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე (09:00-21:00)
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვისა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
** ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის და მიღების საწყობების მიხედვით;
** მიღებული ნედლეულის, პოზიციების მიხედვით, პროგრამული დაშლა და კოდების მინიჭება;
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთების დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hragrofoodmarket@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნიდან არაუმეტეს 3 (თვის განმავლობაში.

მონაცემების შენახვის მიზანია, რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე ვაკანსიაზე, ასევე მომავალში გამოქვეყნებულ პოზიციებზე და შეგეხმიანოთ შესაბამის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე