Робота для біженців з України
სასერვისო ჯგუფის ინჟინერი - გეგმური სამუშაოების განყოფილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასერვისო ჯგუფის ინჟინერი - გეგმური სამუშაოების განყოფილება
მომწოდებელი: ინსერვისი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
"ინსერვისი" აცხადებს ვაკანსიას სასერვისო ჯგუფის ინჟინრის (გეგმური სამუშაოების განყოფილება) თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

კომპანია ინსერვისი ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან და არის საქართველოს წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და სხვა საინჟინრო სისტემების გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი კლიენტები წარმოადგენენ კომერციულ ცენტრებს, ბანკებს, სასტუმროებს, საოფისე და საცხოვრებელ კომპლექსებს.

ჩვენი კლიენტები 2009 წლიდან არიან: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება, ამანათი და ა.შ.

კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ გეგმური სამუშაოების ინჟინერს, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტების ობიექტებზე საინჟინრო სისტემების გეგმური მომსახურების შესრულებას დადგენილი რეგლამენტებისა და ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** გეგმური სამუშაოების შესრულება — დავალებების მიღება, დაგეგმვა და შესრულება დადგენილი წესის მიხედვით
** გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის სისტემების აღრიცხვა — დანადგარების აღწერა, პარამეტრების დაფიქსირება და მონაცემების განახლება
** გეგმური ტექნიკური მომსახურების ჩატარება — HVAC სისტემების გეგმური შემოწმება და მომსახურება სრული რეგლამენტის გათვალისწინებით
** ტექნიკური შემოწმებების შესრულება — დანადგარების შემოწმება ტექნიკური პარამეტრებისა და მითითებების მიხედვით
** კლიენტთან ადგილზე ვიზიტი — პრობლემების პირველადი დიაგნოსტირება და საჭირო ინფორმაციის შეგროვება
** მომსახურების შედეგების დოკუმენტირება — შესრულებული სამუშაოების დეკლარირება შესაბამის აპლიკაციებში, ფოტოების და მონაცემების ატვირთვა

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 40 სამუშაო საათი
** დასვენების დღეები: კვირა + დამატებით ერთი სამუშაო დღე არჩევით (ჯამში კვირაში 2 დღე)

ანაზღაურება და პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება: 1500-1850 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** დამატებითი ანაზღაურება:

- ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება
- დამატებითი ბონუსების სისტემა

** შრომითი ხელშეკრულების მინიმალური ვადა: 6 თვე
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (სრულად ანაზღაურებადი)

გამოსაცდელი პერიოდის საფეხურები (სრული პერიოდი არ აღემატება 3 თვეს)

1. პირველი ეტაპი - შესავალი

** მიმაგრება კვალიფიციურ თანამშრომელზე (დამხმარე მენეჯერი)
** სამუშაო პროცესის გაცნობა
** ტრენინგისა და პასუხისმგებლობის გარეშე

2. მეორე ეტაპი - ტექნიკური მომზადება

** შიდა ტექნიკური და მიზნობრივი ტრენინგი (ჯამში 6 საათი)
** მიმაგრება მენეჯერზე სამუშაო სპეციფიკის დახვეწისთვის
** ეტაპობრივად იზრდება პასუხისმგებლობა და დატვირთვა

3. მესამე ეტაპი - დამოუკიდებელი საქმიანობა

** საჭირო ინვენტარის მიღება
** შესაბამისი ტრენინგების დასრულება
** გეგმური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულება

ფინანსური ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის თითოეულ ეტაპზე.

** პირველი ეტაპი: 800 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)
** მეორე ეტაპი: 1100 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)
** მესამე ეტაპი: 1500 ლარი (დარიცხული ნამუშევარი დღეების მიხედვით)

სამივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ თანამშრომელი გადადის ძირითადი შტატში, შესაბამისი ფიქსირებული ხელფასით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ანაზღაურების ბადეშია მოყვანილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე hr@inservice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " სასერვისო ჯგუფის ინჟინერი "

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე