Робота для біженців з України
ობიექტების მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტების მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: Geos Georgia
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი / ბოლო ვადა: 13 იანვარი
დაცვის კომპანია "ჯეოს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ობიექტების მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ენერგიულ ადამიანს, რომელსაც აქვს პირადი ავტომობილი და მზად არის აქტიური სამუშაო პროცესისთვის.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 6 დღე 09:00 - 16:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი (საწყისი)

ძირითადი მოვალეობები:

** კონტროლქვეშ მყოფი ობიექტების მონიტორინგი
** მონიტორინგის შედეგების დაფიქსირება და ანგარიშგება
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** უსაფრთხოების შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პირადი ავტომობილის ქონა
** მოქმედი მართვის მოწმობა
** MS Office პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** უფასო საწვავს
** კორპორატიულ ნომერს
** სტაბილურ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: hr@geosgeorgia.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე