|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მედანე
|
|
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 13 იანვარი
|
"მედანეს" ახალ ფილიალში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია გვაქვს.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც დაინტერესებულია სრულ განაკვეთზე მუშაობით და მზად არის, ჩაერთოს ახალი ფილიალის ყოველდღიური პროცესების ჩამოყალიბებაში.
ჩვენთან დაგხვდებათ საქმიანი, მშვიდი და სასიამოვნო სამუშაო გარემო, სადაც გუნდის თითოეული წევრის ჩართულობა მნიშვნელოვანია და თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთნდობასა და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას.
რას ველით კანდიდატისგან:
** მომხმარებელთან პროფესიული, თავაზიანი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია
** კონსულტანტის პოზიციაზე ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პროცესებში ჩართულობის სურვილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საკუთარ როლთან
** სრული სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
პოზიცია არის სრული განაკვეთი და არ არის მორგებული სტუდენტურ გრაფიკზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდებისა და მოვლის წესების შესწავლა
** მომხმარებლის საჭიროებების სწორად გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
** სალარო ოპერაციების შესრულება
** მარაგების კონტროლში და აღწერაში მონაწილეობა
** მაღაზიის ყოველდღიურ პროცესებში აქტიური ჩართულობა და გაუმჯობესების შეთავაზება
** გუნდურ მუშაობაში მონაწილეობა და მენეჯერის მითითებების შესრულება
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: წერეთელი, მეგალაინი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@medane.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ: გაყიდვების კონსულტანტი - მეგალაინი
|
|
|
|