|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
|
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 13 იანვარი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და საწარმო მდებარეობს ქ. რუსთავში.
ვაცხადებთ კანდიდატის ძიებას შემდეგ პოზიციაზე: ბუღალტერი
მოთხოვნები:
** უმაღლესი ეკონომიკური განათლება (სპეციალობა — ბუღალტერი).
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი, საწარმოო სფეროში.
** ბუღალტრული პროგრამების Super Fin, 1C, ასევე MS Excel, Word, Outlook, MS Office, Internet სრულყოფილი ცოდნა.
** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (წერა, კითხვა, საუბარი); ინგლისური — საბაზისო დონე.
** მაღალი თვითორგანიზებულობა, პუნქტუალობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა, ოპერატიულობა, ენერგიულობა.
** პერსონალური პასუხისმგებლობა მომზადებული ინფორმაციის ხარისხსა და სიზუსტეზე.
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) საშუალო დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ქონებისა და სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მატერიალური ფასეულობები), წარმოების ხარჯები, პროდუქციის რეალიზაცია, მომწოდებლებისა და დამკვეთებთან ანგარიშსწორება, ფულადი სახსრების მოძრაობა), ზედნადებები და ა.შ.
** საგადასახადო აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსისა და საპენსიო ფონდის ცოდნა და გამოყენება.
** მომწოდებლების და ჩარიცხვების/გადახდების კონტროლი, გადახდების რეესტრების მომზადება, ინტერნეტ-ბანკებთან მუშაობა, დიდი გამოცდილება ციფრულ საგადასახადო საიტზე RS.GE.
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა (შესაბამისი მონაცემების დამუშავებით).
** შესყიდვების აღრიცხვა, პირველადი დოკუმენტაციის ორგანიზება და მოწესრიგება, წარმოების ხარჯების განაწილება, აქტების კონტროლი და მათი ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში.
** სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშვალდებული სახსრების აღრიცხვა, პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში გატარება.
** მომხმარებლებთან მუშაობა: გასავლის დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამებში ასახვა, შედარება და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი.
** ანგარიშვალდებულ პირებთან მუშაობა: ხარჯების კონტროლი, მივლინების ხარჯების აღრიცხვა, დოკუმენტაციის შემოწმება კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქალაქი რუსთავი;
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-დან 17:00-მდე;
** ხელფასი: 2500 ლარი (ხელზე) საცდელი პერიოდის განმავლობაში (6 თვე, შესაძლებელია შემცირება).
** პრემიები: წლის შედეგების მიხედვით.
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა;
** კორპორატიულ ნომერი;
** კვება;
** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელმისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
|
|
|
|