Робота для біженців з України
ჰოსტესი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი / ბოლო ვადა: 13 იანვარი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჰოსტესი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, ინფორმაციის მიწოდება სერვისებისა და პროდუქტების შესახებ
** მიმდინარე აქციების შესაბამისად შესაბამისი მომსახურების სტუმრებისთვის შეთავაზება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** აკვაპარკის პაკეტების, აქციების, სერვისების სრულყოფილი ცოდნა და სივრცეში მოსული სტუმრებისთვის შეთავაზება
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და გაყიდვების გეგმის შესრულება
** სტუმრების დახმარება სივრცეში ორიენტირებაში
** სტუმრებისთვის კომპანიის წესებისა და შინაგანაწესის გაცნობა
** სტუმრების კმაყოფილების კვლევის ადმინისტრირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებისა და კარგი კომუნიკაციური უნარები
** მაღალი ემოციური ინტელექტი
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა და ინიციატივიანობა

დაინტერესებულებს კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე