|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Hilton Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 13 იანვარი
|
"ჰილტონში" ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.
"ჰილტონში" მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა "ჰილტონში" გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი. "ჰილტონში" მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის "ჰილტონში" ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: BUSBT_Batumi_Career@hilton.com
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მიქსოლოგი;
2. მიმტანი საბანკეტო სივრცეში;
3. მიმტანი (რუმსერვისი);
4. მცხობელი;
5. მზარეული;
6. მზარეულის დამხმარე;
7. ჭურჭლის მრეცხავი;
8. მექანიკოს-ტექნიკოსი.
სამუშაო პირობები:
** საუკეთესო სამუშაო გარემო;
** სტაბილურობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა;
** დაფასება და აღიარება;
** სამედიცინო დაზღვევა;;
** კვება;
** ტრანსპორტირება;
** GO HIlTON-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართვა თანამშრომლის სტატუსით;
** სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" 50%-იანი ფასდაკლება რესტორნებსა და სპაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს.ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|