|
დასახელება:
მომსახურების ცენტრის დისტრიბუციის სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
თბილისი ენერჯი
|
|
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის დისტრიბუციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, სასურველია ენერგეტიკის ან მენეჯმენტის მიმართულებით
დამატებითი მოთხოვნები:
** ხელმძღვანელ პოზიციაზე ან ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** პრეზენტაციის ფორმატში პროექტების მომზადება და წარდგენა;
ძირითადი მოვალეობები:
** სამსახურის თანამშრომლებს შორის დავალებებისა და შემოსული კორესპონდენციის განაწილება, აგრეთვე მათი დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, აქტიური მუშაობა შედეგების გაუმჯობესებისათვის, ამ მიზნით წინადადებების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** მომსახურების ცენტრის არეალში მიწოდებული ბუნებრივი გაზის სრულყოფილი და დროული აღრიცხვა და მისი ღირებულების ამოღების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებაში მყოფი აღმრიცხველებისა და კონტროლიორების მუშაობის ინდივიდუალური ანალიზი ზონებისა და ბლოკების მიხედვით, არსებული პრობლემის გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება;
** კომერციული დანაკარგების გამოვლენის პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** კომერციული ციკლის დაცვა და მის შესრულებაზე ზედამხედველობა;
** მომხმარებელთა/მოქალაქეთა განცხადებების, ასევე კომპანიის თანამშრომელთა სამსახურებრივი ბარათების განხილვა და შესაბამისი წერილობითი პასუხების მომზადება დადგენილ ვადებში;
** დავალიანების გამო გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის უზრუნველყოფა დადგენილ ვადებში;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების ჯეროვნად შესრულება და სისტემური ზედამხედველობა თანამშრომელთა მიერ მათ დაცვაზე;
** ქვითრების, გაფრთხილებებისა და სხვა დოკუმენტების მომხმარებლებისთვის დროული მიწოდების პროცესის უზრუნველყოფა;
** ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ბუნებრივი გაზის დატაცების შესახებ აქტის შედგენის უზრუნველყოფა;
** პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების აღების და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა-აღდგენის ელექტრონულად წარმოების პროცესის ხარისხიანი მართვა, მათ შორის ბილინგში დაფიქსირებული მონაცემების და ფოტომასალის ხარისხის რეგულარული გადამოწმება;
** ბუნებრივი გაზის მრიცხველების ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესწავლა და ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უზრუნველყოფა.
კომპიუტერული უნარ ჩვევები: საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილად ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 იანვარი
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "თბილისი ენერჯისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ასევე გაცნობებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge
რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში."
თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|