Робота для біженців з України
დისტრიბუციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება

დამატებითი მოთხოვნები:

** სტატისტიკური და ანალიტიკური სპეციფიკით, ან/და ბუნებრივი გაზის სფეროში, მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა განცხადებების, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და პასუხების მომზადება;
** კომპანიის მომსახურების ცენტრებიდან და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული სამსახურებრივი ბარათების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
** შესყიდული და რეალიზებული ბუნებრივი გაზის მოცულობის, აქტიური ვალის რაოდენობის, დავალიანების მქონე აბონენტების, მრიცხველების წაკითხვის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შექმნილ მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემაში დავალიანების გადაუხდელობის გამო გათიშული აბონენტებისთვის მომარაგების დაგვიანებით აღდგენის გამო ბილინგის მონაცემთა ბაზაში შესაბამისი კომპენსაციის დარიცხვის მიზნით აბონენტთა სიების მომზადება და ბილინგის სამსახურისთვის გადაცემა.

კომპიუტერული უნარ ჩვევები: საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილად ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 18ა;
ანაზღაურება: კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 იანვარი

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "თბილისი ენერჯისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ასევე გაცნობებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში."

თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე