Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 13 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი (განიხილება ნახევარი განაკვეთიც).
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კონტენტ კრეატორის პოზიციაზე;
** ფოტო-ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** CapCut, Canva, Adobe Premiere ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა — ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები.

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხებისთვის კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება — გამართული, მარტივად აღსაქმელი და კრეატიული ტექსტების/ვიდეოიდეების გენერირება;
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და მართვა (TikTok, FB, IG);
** ვიდეოგადაღება — ექიმების ბექსტეიჯი, პროცესი, ბლიცი, მოკლე ვიდეოები;
** მსუბუქი ვიდეომონტაჟი — CapCut/Adobe Premiere (ტიტრები, მუსიკა, ტრანზიციები);
** ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება — ბრენდის სტილის დაცვით;
** კრეატიული იდეების გენერირება კამპანიებისთვის;
** ბრენდის ტონისა და ვიზუალური ერთიანობის დაცვა;
** ტენდენციების მონიტორინგი — ახალი ფორმატები, ტრენდები, ალგორითმები.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 12.01.2026-მდე ელმისამართზე: vacancy@newhospitals.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე