Робота для біженців з України
საოპერაციოს სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციოს სანიტარი
მომწოდებელი: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს სანიტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სანიტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სისუფთავის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ხელმძღვანელის მითითების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-სთ დან 17:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: 500 ლ (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: recruitment@tim.ge
შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაითვალისწინეთ: შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში" გაგზავნილი თქვენი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.
მისამართი : ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16
ტელ: 2 90 00 01
დაინტერესებულ პირები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 044 016.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე