Робота для біженців з України
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: შარავანდი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
შპს "შარავანდი" (სტამბა - საწარმო) აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
ანაზღაურება: 1200-1400 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).

მოვალეობები:

** თანამშრომლების რეგისტრაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში (rs.ge; SELF.HR - ge);
** თანამშრომლის მიღება - გათავისუფლების სრული ციკლის მართვა;
** დოკუმენტაციის მომზადება (შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების, გაფრთხილებების);
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების მართვა, საშვებულებო გეგმის მომზადება, კონტროლი და SELF.HR პროგრამაში ასახვა;
** თანამშრომელთა ზეგანაკვეთური/დაგვიანებული საათების ყოველდღიური დათვლა, კონტროლი და რეპორტინგი;
** ვიდეომონიტორინგი.

კომპანიაში დანერგილია SELF.HR პროგრამა, რაც ამარტივებს ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაო პროცესებს. აღნიშნული პროგრამის არცოდნის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატისთვის მის შესწავლას.

ბენეფიტები:

** თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%-ს) ფარავს კომპანია;
** უფასო კვება;
** ფიტპასი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 593 13 17 56.

СV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com. დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: HR სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე