Робота для біженців з України
კვების სპეციალისტი/ნუტრიციოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების სპეციალისტი/ნუტრიციოლოგი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების სპეციალისტის - ნუტრიციოლოგის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კვების ან/და სურსათის წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით);
** 5 (ხუთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა;
** პრაქტიკული გამოცდილება ნუტრიციოლოგის, კვების სპეციალისტის ან დიეტოლოგის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტანდარტული რეცეპტების, ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა/გადამოწმება;
** მიკრო და მაკროელემენტების ბალანსის განსაზღვრა, კალორაჟის დათვლა, ალერგენების მართვა;
** განსაზღვრული კალორიების მიხედვით შესაბამისი ჯანსაღი მენიუს შედგენა და კალკულაცია;
** ნუტრიციული რეკომენდაციების გაცემა;
** HACCP-ის სტანდარტისა და სხვა სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება;
** სურსათის ეტიკეტირების საკითხებისა და ასევე სურსათის უსაფრთხოების თანამედროვე მიდგომების ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე