|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ვიდუ
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
კომპანია "ვიდუ" დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი.
"ვიდუ" მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას, საფასადე და ინტერიერის საღებავებს, სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://we-do.ge/ka/
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეკინი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (შაბათ-კვირა დასვენება)
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის/ების შეთავაზება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის კონტროლი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სამშენებლო ბაზრის მოკვლევა და საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან შეხვედრების დაორგანიზება;
** კონკრეტულ სამშენებლო კომპანიასთან მიმაგრებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისთვის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება;
** გეგმის ფორმირება სამშენებლო ობიექტისთვის რა პერიოდში რა პროდუქციის მიწოდებაა საჭირო;
** ყოველდღიურად სამშენებლო ობიექტებზე შეხვედრების დაგეგმვა/განხორციელება
აუცილებელი მოთხოვნები:
** B2 კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა სასურველია;
** უცხო ენების ცოდნა სასურველია (რუსული ან/და ინგლისური).
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@wedo.com.ge
https://www.facebook.com/wedogeorgiaservice
|
|
|
|