|
დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
| მომწოდებელი:
მეგარონი
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
კომპანია "მეგარონი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
სავაჭრო და ბიზნესცენტრი "მეგალაინი" უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
ლოკაცია: თბილისი, რ. აგლაძის ქ. N15
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება (ხელზე ასაღები): გამოსაცდელი პერიოდი — 2000 ლარი, შემდგომ — 3000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და წლიური გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი
** გაყიდვების გუნდის შექმნა, მართვა და მოტივაცია
** გაყიდვების ფინანსური შედეგების დაგეგმვა, პროგნოზირება და ანალიზი
** მსხვილ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მართვა
** ბაზრის, კონკურენტების და ტენდენციების მუდმივი ანალიზი
** კომპანიის შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით)
** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გუნდის წარმატებული მართვის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: office@megaline.ge. თემის ველში მიუთითეთ: "კომერციული დირექტორი".
|
|
|
|