|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00; ჰიბრიდული
ანაზღაურება: ფიქსირებული, შეთანხმებით
გთხოვთ, კანდიდატურის წარდგენისას მეილში დააფიქსიროთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება თანამშრომლობის შემთხვევაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** ხელფასების კონტროლი;
** დეკლარაციების გადაგზავნა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** საბუღალტრო საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია წარმოების აღრიცხვის მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, BDO Balance);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული.
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და სწორი განაწილების უნარი.
** ემპათია.
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სწრაფი ადაპტაციის უნარი.
დამატებითი ბენეფიტები:
** ყოველწლიურად ზრდადი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ფინანსური და პოზიციური განვითარების პერსპექტივა.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info.horecajobs@gmail.com, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის ან/და განიხილოს სხვა პოზიციაზე შემდგომი 1 (წლის) წლის განმავლობაში. პერსონალური მონაცემების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ აღნიშნულ ელ-ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|