Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასის მომსახურებას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სითი მოლი-საბურთალო, ბამბის რიგი)

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება;
** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება;
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება და განლაგება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი"
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე