Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=688541&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #40
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულების სამუშაო პროცესების ადმინისტრაციული კუთხით მხარდაჭერა;
** არასამედიცინო მარაგების ხარჯვის კონტროლი და დადგენილ ვადებში შეკვეთა;
** ახალი თანამშრომლის დანიშვნისთვის, წინასწარ განსაზღვრული, აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება, შრომით ხელშეკრულების გაფორმება, სათავო ოფისისთვის ელექტრონული სახით მიწოდება, შესაბამის პროგრამაში ატვირთვა და მატერიალური სახით დაარქივება;
** თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის პროცესის მართვა, თანამშრომლის ცნობის გაცემა, შვებულებების/საავადმყოფო ფურცლების აღრიცხვა;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა/დახარისხება; კორესპონდენციაზე პასუხის მომზადების კოორდინირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ოფის მენეჯერის/ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 დეკემბერი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/administraciuli-specialisti/767

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია