|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
მზარეული 1
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას.
ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/
სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "მზარეული 1" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. სარაჯიშვილის #4
გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნედლეულის, ძირითადი მატერიალური და არამატერიალური საშუალებების შესყიდვის ოპერაციების (მათ შორის იმპორტის) ბუღალტრულ პროგრამაში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა;
** კაპიტალიზებადი და არაკაპიტალიზებადი სარემონტო დანახარჯების ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა;
** რეალიზაციის და უკან დაბრუნების ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა;
** ფულადი ტრანზაქციების ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა;
** ხელფასების, მასთან დაკავშირებული გადასახადების და საპენსიო დაქვითვების დაანგარიშება, ჩარიცხვა და მათი საბუღალტრო პროგრამაში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა;
** ნედლეულისა და მასალების წარმოებაში გახარჯვის აღრიცხვის სისწორის უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების დაშლის, კომპლექტაციის, გადაფასების და ჩამოწერის ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ძირითადი მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების ცვეთის / ამორტიზაციის დარიცხვა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო მე-16-ე სტანდარტის (IFRS 16) შესაბამისად გადათვლადი საიჯარო კონტრაქტების დისკონტირებული ღირებულების, საპროცენტო ხარჯის და ამორტიზაციის საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა;
** ნედლეულისა და მასალების, მზა პროდუქციის, დაუმთავრებელი წარმოების, ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების შედგენა და წარდგენა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური მიმართულებით;
** ACCA პროგრამის სრული/ნაწილობრივი გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, ახალ პროგრამაში ადაპტაციის კარგი უნარი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B1 დონეზე.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს მზარეული 1 ს/კ 200104699 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს მზარეული 1 ს/კ 200104699 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს მზარეული 1 ს/კ 200104699 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
|
|
|
|