Робота для біженців з України
მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ვაჟა-ფშაველას #40
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 15:00 ან 10:00 - 16:00
ყოველი მეორე შაბათი

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების საჭიროების იდენტიფიცირება, რეგისტრატურაში ან შესაბამისი ექიმის კაბინეტში ან მომსახურებაზე გადამისამართება;
** პაციენტისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სამედიცინო მომსახურების, პროცედურების, ექიმების კაბინეტების, მუშაობის განრიგის, მოცდის პერიოდის და სხვა შესახებ;
** პაციენტების კლინიკაში გადაადგილების პროცესის კოორდინირება;
** გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა სივრცის შემოვლა, პაციენტების დახმარება და იდენტიფიცირებული შეფერხების შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევების პასუხების გაცემა;
** პაციენტის ვიზიტის დაჯავშნის პროცესში მხარდაჭერა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/miteri---saburtalos-poliklinika/774

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე