Робота для біженців з України
აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელ-ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელ-ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საბავშვო ბაღი ელიოტი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
საბავშვო ბაღი "ელიოტი.Elliot" აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელ-ფსიქოლოგის ვაკანსიაზე 5-6 წლიანების, იგივე "Preschool"-ის ჯგუფში.

ჩვენ ვეძებთ "მერი პოპინსს", რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვები და რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით უნდა ფლობდეს:

** სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით.
** ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
** წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ- პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული" - (თუ ჯერ არ აქვს გავლილი შეუძლია ჩვენი დახმარებით გაიაროს).

ძირითადი მოვალეობები:

** სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;
** სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

აუცილებელი პირობაა

** თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
** სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენას და შეეძლოს საუბარი

საბავშვო ბაღი ელიოტი გთავაზობთ:

** მზრუნველ და გუნდურ გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

პირობები:

** მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:00 -19:00
** ანაზღაურება: 1500 ლარი, მომატების პერსპექტივით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: 2020elliot2020@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე