|
დასახელება:
საოპერაციო პროგრამის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ეარვეის
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს საოპერაციო პროგრამის ოპერატორის ვაკანსიას (საავიაციო დარგში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან მომიჯნავე პროფილით;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** განხორციელებული ფრენების შესახებ ინფორმაციის შეყვანა საოპერაციო პროგრამაში, დამუშავება და ანალიზი.
** გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის შეყვანა საოპერაციო პროგრამაში, შემოწმება და ანალიზი
** საინფორმაციო პორტალებიდან მონაცემების ჩამოტვირთვა და საოპერაციო პროგრამაში ასახვა
** ნაფრენი საათების შეყვანა შემოწმება, შესაბამის სამსახურებთან შედარება და ანალიზი
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@georgian-airways.com არაუგვიანეს 2026 წლის 12 იანვრიდან.
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საოპერაციო პროგრამის ოპერატორი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|