Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=688442&print=yes&view=jobs
 
კარიერული გვერდის კონტენტის მენეჯერი - დროებითი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარიერული გვერდის კონტენტის მენეჯერი - დროებითი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
თანდართული ფაილი: 688442_2025___Application_Form_GE__2__4090341.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას დამსაქმებლის ბრენდ სპეციალისტი/კარიერული გვერდის კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვაკანსიის ხანგრძლივობა: დეკრეტში მყოფი თანამშრომლის შემცვლელი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კარიერული გვერდის სრული ადმინისტრირება და ოპტიმიზაცია;
** რეგულარული მონიტორინგი, ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივები;
** თანამშრომელთა ისტორიების, წარმატების ამბების და Employer Branding სტატიების მომზადება;
** კომპანიის ღირებულებების, კულტურისა და სამუშაო გარემოს შესახებ ტექსტების გენერირება;
** თანამშრომელთა ინდივიდუალური ისტორიების შემუშავება (interview-style, storytellingormi);
** კომპანიის ღირებულებებისა და სამუშაო გარემოს მიმზიდველად წარმოჩენა მკაფიო, HR სტანდარტების მიხედვით;
** ენობრივი სტილის, ტონალობის და ბრენდ მესიჯინგის თანმიმდევრულად დაცვა;
** თანამშრომლების onboarding/კარიერული ზრდის ისტორიების გადმოტანა ტექსტურ ფორმატში;
** კარიერული გვერდისთვის ვიზუალური მასალების მომზადება ან მათი შექმნის კოორდინირება;
** კარიერული გვერდისთვის საჭირო ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და შესრულების კონტროლი;
** მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა;
** დიზაინერებთან და ვიდეოგრაფებთან თანამშრომლობა ბრენდის ვიზუალური სტანდარტების მიხედვით;
** ბრენდინგისთვის შესაბამისი moodboard-ებისა და სტილისტიკური მიმართულებების განსაზღვრა;
** მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა (სად არიან ჩვენი პოტენციური კანდიდატები, რა ინტერესები აქვთ, როგორ კომუნიკაციას აღიქვამენ უკეთ);
** კონკურენტული ბრენდების (employer brands) ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკების ინტეგრაცია;
** ბრენდინგის და HR კამპანიების დაგეგმვა ციფრულ არხებზე (Facebook, Instagram და სხვ.);
** ახალი მასალების შეგროვება შიდა დეპარტამენტებისგან (ინიციატივები, ღონისძიებები, მიღწევები);
** თანამშრომლებთან ინტერვიუების ორგანიზება სტატიებისა და ვიდეოების შესაქმნელად;
** შიდა ღონისძიებებისა და კულტურული აქტივობების ვიზუალური/ტექსტური გაშუქება;
** KPI-ების მონიტორინგი: კონტენტის ჩართულობა; განაცხადების რაოდენობა; გვერდის ვიზიტორების ზრდა; ბრენდის აღქმის ცვლილებები;
** ბაზრისა და სარეკრუტინგო ტენდენციების მონიტორინგი;
** მომსახურე კომპანიასთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა;
** კომპანიაში არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბრენდინგში, Employer Branding-ში, კონტენტ მარკეტინგში ან მსგავს სფეროში;
** წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიულობა, იდეების გენერირებისა და სტრუქტურირების უნარი
** UX/UI პრინციპების გაგება (სასურველია);
** პროექტების მართვის კარგი უნარები;
** MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურად მომუშავე;

კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:

** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** უფასო სასაუბრო დრო და ინტერნეტი;

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე არა უგვიანეს Careers@cement.ge

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბრენდ სპეციალისტი / კარიერული გვერდის კონტენტის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია