|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ნიკოლო
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო "Nicolo" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. თუ გსურთ მუშაობა მეგობრულ და ზრდაზე ორიენტირებულ გუნდში, მცირე ზომის სასტუმროში ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება, გასტუმრება.
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
** სასტუმროს სისტემაში სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და აღრიცხვების და ინვოისების მომზადება.
** სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროს ნომრების, წესების და ტარიფების შესახებ.
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული უნარ ჩვევები:
** კეთილგანწყობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმეგბლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ
** სამუშაო გრაფიკს: ყოველ მესამე დღეს 24 საათი (თვეში 10 სამუშაო დღე);
** ხელშეწყობას კარიერული წინსვლაში;
** თბილი და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ანაზღაურება: 800 ლარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იოანე შავთელის 10
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: reservation@hotelnicolo.ge
|
|
|
|