Робота для біженців з України
ოჯახის ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ევექსის პოლიკლინიკები

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება;
** ოჯახის ექიმის დახმარება პაციენტის მიღების/მოსახურების გაწევის დროს;
** პაციენტთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
** ოჯახის ექიმთან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
** პაციენტის მომზადება მცირე საოპერაციო ან/და დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის;
** ორგანიზაციაში არსებული შინაგანაწესის/ბრძანებების/ რეგულაციების/ პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
** სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/ojaxis-eqimis-asistenti/772

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე