|
დასახელება:
უფროსი მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ფანკი ბრენდს
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია "ფანკი ბრენდს" ეძებს თანამშრომელს უფროსი მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია საერთაშორისო მაღალი ხარისხის ბრენდებით, როგორიცაა "Franui", "Brite" და "Natrue".
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.
სამუშაო აღწერილობა:
** ციფრული კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და ოპტიმიზაცია Meta, TikTok პლატფორმებზე (ტრეფიკი, ცნობადობა, რიტარგეტინგი);
** TikTok და Instagram კრეატორებთან თვიური კამპანიების კოორდინირება, ბრიფების მომზადება, კონტენტის და შედეგების მონიტორინგი;
** Wolt, Glovo და Bolt-ზე კამპანიების (ბანერები, პრომოები, სპონსორებული პოზიციები) კოორდინირება, შეთავაზებების სწორი განთავსების უზრუნველყოფა და მათი შედეგების მონიტორინგი;
** Retail და HORECA კომპანიებთან კო-მარკეტინგული კამპანიების მხარდაჭერა, ინ-სტორ ვიზუალებისა და დეგუსტაციების კოორდინაცია, ასევე POS და სხვა მარკეტინგული მასალის მომზადებაში დახმარება;
** ციფრული მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვასა და მართვაში ჩართულობა;
** მცირე ოფლაინ აქტივაციების კოორდინაციაში მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია კონტენტის შექმნასთან, სემპლინგთან ან ახალი პროდუქტის გაშვებასთან.
** გამოსაყენებელი მასალების მომზადებისა და ბრენდის ხილვადობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში სააგენტოებთან მუშაობა და კამპანიების შედეგების მონიტორინგი.
** წინასწარ განსაზღვრული KPI-ების შესრულების უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია 2-4 წლამდე სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** პრაქტიკული გამოცდილება Meta Ads, TikTok Ads ან მსგავს პლატფორმებთან;
** კრეატორებისა და ინფლუენსერებთან მუშაობის გამოცდილება;
** სტეიკჰოლდერებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 19:00), ჰიბრიდული სამუშაო მოდელი (2 დღე დისტანციურად / 3 დღე ოფისიდან);
რატომ "ფანკი ბრენდს"?
** გლობალურ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა და ბრენდების აღქმასა და პოპულარობის ზრდაში მონაწილეობის მიღება;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სწრაფი, სტარტაპული გარემო, სადაც ყოველი იდეა მნიშვნელოვანია;
** კონკურენტული ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა.
ჩვენი ღირებულებები
** გამჭვირვალობა და ნდობა - ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია კომპანიის ყველა დონეზე მნიშვნელოვანია. ის ზრდის ნდობას და კოლაბორაციას როგორც კომპანიის შიგნით გუნდში, ასევე მის გარეთ ყველა პარტნიორთან.
** ინოვაცია და ადაპტაცია - ჩვენ მივყვებით უახლოეს ციფრულ ტენდენციებს და მზად ვართ მუდმივად მოვახდინოთ ადაპტაცია, რათა ჩვენს მომხმარებლებს ბაზარზე არსებული უახლესი ინოვაციური პროდუქტები გავაცნოთ.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - ჩვენი ბრენდები, პარტნიორები და საბოლოო მომხმარებლები არიან ყველაფრის ცენტრში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ის პროდუქცია და სერვისი მივაწოდოთ მათ, რაც ემთხვევა მათ საჭიროებებს და აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს.
** მოქნილი კულტურა - ვცდილობთ შევუთავსოთ კომფორტი და გუნდურობა, რითაც ვინარჩუნებთ, როგორც მოქნილობას, ისე გუნდურ ენერგიას. მთავარი ჩვენთვის შედეგია და არა ადგილი, საიდანაც მუშაობ.
სოც. ქსელები:
** Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge?igsh=cHdieXlpeThmbHdz
** Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
** Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge?_t=ZS-8vyFeJlZg1t&_r=1
** Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia?igsh=c3Zvb3NsYmxpejJ5
** Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
** Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia?_t=ZS-8vyFimJgrSO&_r=1
** Natrue Instagram: https://www.instagram.com/natruedrinksgeorgia/
** Natrue FB: https://www.facebook.com/p/Natrue-Georgia-61578122212717/
** Natrue TikTok: https://www.tiktok.com/@natrue.georgia
** Funky website: https://www.funkybrands.ge/
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@funkybrands.ge
|
|
|
|