Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Simonelli & Victoria Arduino
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
საერთაშორისო კომპანიის ფილიალი "SIMONELLI & VICTORIA ARDUINO"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

პირობები:

** ხელფასი დამოკიდებულია გამოცდილებაზე - ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა: 2000-2500 ლარი, ბონუსები გაყიდვებიდან
** გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 19:00, შაბათი-კვირა - დასვენების დღე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არჩილ ცაგარლის #72 (საბურთალო)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრი;
** В2В გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** FOOD & BAVARAGE გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება 2 წლიდან;
** ენები: ინგლისური, რუსული;
** მივლინებაში გასვლის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტების მომსახურება და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ძირითად კლიენტებთან მუშაობა მოლაპარაკებებში და პროექტებში მონაწილეობა/ჩართულობა;
** ბაზრის კვლევა;
** სოციალური ქსელის მართვა.

უნარები:

** კლიენტების მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ბაზრის ცოდნა;
** პრეზენტაციების მომზადების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელშეკრულების გაფორმება შრომის კოდექსის შესაბამისად;
** ღირსეული ანაზღაურება;
** საინტერესო ამოცანები;
** საერთაშორისო საქმიანი ვიზიტები ევროპის ქვეყნებში;
** საქმის შესწავლა და კომპანიაში კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას და გადმოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: igabisonia@yahoo.com

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე