Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=688402&print=yes&view=jobs
 
ექსპორტის მენეჯერი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: კონკურენტული
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან
პასუხისგება: პასუხისმგებელია დირექტორთან

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ძიება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე
** კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება
** შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი და მართვა
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება
** წარმოების და ლოგისტიკის საკითხების კოორდინაცია
** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული, ტექნიკურ ლოგისტიკური და დოკუმენტური მხარდაჭერა
** კომპანიის წარმოდგენა გამოფენებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 4-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** გადაწყვეტილების მიმღები პირი
** საქმის ვადებში შესრულების უნარი და ორგანიზებულობა

რას გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: k.tvalavadze@campa.ge

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კამპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია