Робота для біженців з України
დებიტორ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის განყ. უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის განყ. უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს კლინიკები
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს დებიტორ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანსიას სათავო ოფისში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების მართვის პროცესის ხელმძღვანელობა;
** დროული და ეფექტური დებიტორული დავალიანების ამოღების უზრუნველყოფა;
** გადახდის გრაფიკების შემუშავება, შეთანხმება და მისი შესრულების ზედამხედველობა;
** დებიტორული დავალიანების ანალიზის წარმოება, პრობლემური დავალიანებების იდენტიფიცირება და იურიდიულ განყოფილებასთან თანამშრომლობა;
** დებიტორებისა და კრედიტორების შედარების აქტების შემოწმება და კონტროლი;
** დარიცხულ თანხებზე დროული ბანკის ჩარიცხვების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** დებიტორებთან და კრედიტორებთან აქტიური, ყოველდღიური ეფექტური კომუნიკაცია;
** საკრედიტო პირობებისა და გადახდის გრაფიკების ზედამხედველობა;
** ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია — ხარჯების შემცირება და სამუშაო დროის გაეფექტურება;
** კომპანიის დავალიანების პოლიტიკის ფორმირება, დასაბუთება და შეთანხმება;
** დებიტორებისა და კრედიტორების მონაცემთა სიზუსტის დაცვა და მუდმივი მონიტორინგი;
** რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** გუნდის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური საქმის დაგეგმვა, განაწილება და მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ფინანსური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აქედან სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია დებიტორების მართვის, მათთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდის მართვა;
** პროექტების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 08 იანვარი, 2026

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დებიტორ-კრედიტორული ვალდებულებების მართვის განყოფილების უფროსი" .

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე