Робота для біженців з України
კურიერი საკუთარი ავტომობილით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: SmartPaw
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
"SmartPaw" შეიქმნა იმისთვის, რომ შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების საშუალებით გაამარტივოს.

"SmartPaw" აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ცხოველების ყოველდღიური ცხოვრება შესაძლოა გავხადოთ უფრო სასიამოვნო და სახალისო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.

ამჟამად, "SmartPaw" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს.

ძირითადი ვალდებულებები:

** წინასწარ დაგეგმილ მისამართებზე პროდუქციის განაწილება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 3 დღე.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: 40 ლარი დღეში.
** კომპანია აანაზღაურებს საწვავის ხარჯს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: george.abashidze@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე