Робота для біженців з України
თერაპიული განყოფილების გამგე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თერაპიული განყოფილების გამგე
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას თერაპიული განყოფილების გამგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102, ბ.
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** თერაპიული განყოფილების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი.
** პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობის პროცესების ზედამხედველობა.
** რთული კლინიკური შემთხვევების განხილვა და მართვაზე ხელმძღვანელობა.
** კლინიკური პროტოკოლების დანერგვა და დაცვაზე კონტროლი.
** უზრუნველყოფა, რომ მკურნალობა ხდებოდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
** ექიმებისა და შუა სამედიცინო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია.
** პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი.
** პაციენტების საჩივრებისა და უკუკავშირის განხილვა, პრობლემების დროული მოგვარება.
** მუდმივი მონიტორინგი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
** სამედიცინო პერსონალის პირდაპირი კონტროლი და დავალებების მიცემა.
** განყოფილებაში სამუშაო პროცესის გაუმჯობესების ინიციატივების წინადადება და დანერგვა.
** რთული შემთხვევების მართვაზე გადაწყვეტილებების მიღება.
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.
** რესურსების მოთხოვნისა და განაწილების ინიცირება.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება — თერაპიული მიმართულებით.
** მოქმედი ექიმის ლიცენზია.
** მინიმუმ 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება.
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ტექნიკური უნარები:

** ლიდერული უნარები, გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარი.
** ადგილობრივი კლინიკური პროტოკოლებისა და საერთაშორისო გაიდლაინების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ხელფასს (გამოცდილების გათვალისწინებით - ურთიერთშეთანხმებით)

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2500-5000 ლარი (ფიქს ხელფასი+დამატებით საბონუსე სისტემა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: HR@medemergency.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "თერაპიული განყოფილების გამგე

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 იანვარი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე