Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=688349&print=yes&view=jobs
 
მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტერი
მომწოდებელი: საქართველოს რაგბის კავშირი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
ორგანიზაცია "საქართველოს რაგბის კავშირი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტერის პოზიციაზე.

სამუშაო რეჟიმი: სრულ განაკვეთზე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

1. სოციალური მედიის მართვა

** სოციალური მედიის გვერდების ადმინისტრირება (Facebook, Instagram, LinkedIn და სხვა);
** კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და განთავსება;
** აუდიტორიის ზრდაზე, ჩართულობაზე და შედეგებზე მუშაობა.

2. მარკეტინგული კონტენტის შექმნა

** ბრენდის ტონალობის შესაბამისი ტექსტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ვიზუალური კონტენტის დამზადების პროცესის კოორდინაცია დიზაინერებთან;
** პრომო მასალების შემუშავება (პოსტები, ბანერები, პრეზენტაციები და ა.შ.).

3. ციფრული მარკეტინგის განვითარება და მართვა

** კომპანიის ვებგვერდის ადმინისტრირება და რეგულარული განახლება;
** YouTube არხის მართვა და ვიდეომასალების ატვირთვა/ოპტიმიზაცია;
** SEO/SEM აქტივობებში მონაწილეობა.

4. ციფრული კამპანიების დაგეგმვა და ანალიზი

** ონლაინ სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა (Meta Ads, Google Ads, TikTok Ads და ა.შ.);
** ბიუჯეტების მართვა, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების მონიტორინგი;
** კამპანიის შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

5. E-mail მარკეტინგი

** სატრიგერო და საინფორმაციო Email კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** აუდიტორიების სეგმენტაცია და მიზნობრივ კომუნიკაციაზე მუშაობა;
** შედეგების ანალიზი.

6. გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება

** შიდა და გარე ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** აქტივობების კონცეფციის შემუშავება და პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** ღონისძიებების სრული საორგანიზაციო პროცესის კოორდინაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან დაკავშირებული მიმართულებით;
** ინგლისური ენაზე თავისუფლად წერისა და საუბრის უნარი;
** მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** Google Analytics-თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ჰქონდეს ციფრული მარკეტინგის სერტიფიკატები (Google, Meta, HubSpot და სხვა).
** გრაფიკული და ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** უნარი შექმნას გამართული, ზუსტი და ეფექტური ტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** კრეატიული აზროვნება და იდეების გენერირების უნარი;
** ძლიერი ორგანიზაციული და multitasking უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: m.dolaberidze@rugby.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია