|
დასახელება:
სტაჟირება პორტფელური რისკების ანალიზის განყოფილებაში
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
პორტფელური რისკების ანალიზის განყოფილების გუნდში ვეძებთ ახალ წევრს სტაჟიორის პოზიციაზე
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
** ხარ მე-3 ან მე-4 კურსის ბიზნესის, ეკონომიკა და ფინანსების, მათემატიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი
** გაქვს განსაკუთრებული ანალიტიკური უნარები, ხარ დეტალებზე ორიენტირებული,
** გაქვს ორგანიზაციული უნარ-ჩვევები: დროის ეფექტური მართვის და პროცესების დაგეგმვის უნარი
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო განრიგი: წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად).
შენ მონაწილეობას მიიღებ:
** ბანკის რეგულარული პორტფელის ანალიზთან დაკავშირებული რეპორტების მომზადებაში
** პორტფელის ანალიზის მიმართულებით Ad Hoc დავალებების შესრულებაში
** IFRS რეზერვირებასთან დაკავშირებულ ამოცანებში
გექნება შეხება ისეთ ინსტრუმენტებთან/პროგრამებთან, როგორიც არის:
** POWER BI
** SQL
** PYTHON
** AI
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "სტაჟიორი პორტფელური რისკების ანალიზის განყოფილებაში".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|