Робота для біженців з України
სპეციალისტი ფინანსური მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალისტი ფინანსური მიმართულებით
მომწოდებელი: საქართველოს რკინიგზა
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 688346_app_form_6668946.zip
"საქართველოს რკინიგზა" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სპეციალისტი ფინანსური მიმართულებით.

ანაზღაურება: 1650 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

(სამუშაო აღწერილობით დადგენილი)

** განათლება: უმაღლესი განათლება/შესაძლებელია IV კურსის სტუდენტი ფინანსური მიმართულებით;
** მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელი ცოდნა: ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ცოდნა; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; უცხო ენის ცოდნა (ინგლისური სავალდებულო, რუსული სასურველია).
** სხვა მოთხოვნები: (სასურველია) სასურველია საგადასახადო კოდექსის და თანმდევი ნორმატიული აქტების ცოდნა; ფინანსური/ეკონომიკური ანალიზის წერილობითი მომზადების უნარი; ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კანდიდატებს მოუწევთ ERP სისტემა, SAP-ში მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობა;
** იმუშავებენ მონაცემთა დამუშავებაზე და მოამზადებენ სხვადასხვა სახის რეპორტებს (ბუღალტრული, ანალიტიკური, სახაზინო);
** შეხება ექნებათ კომპლექსურ ფინანსურ მოდელებთან, მიიღებენ მონაწილეობას მათ დამუშავებასა და ანალიტიკაში;
** ჩაერთვებიან კომპანიის შიდა პროექტების ანალიზში.

სამუშაო რეჟიმი: ყოველდღიური
სტრუქტურული ერთეულის დასახელება: ფინანსური დირექტორის დაქვემდებარება

აპლიკაციები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@railway.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე