|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Domino`s Pizza
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
"Domino`s Pizza" — საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას მსოფლიოს მასშტაბით. "Domino`s Pizza" საქართველო 2015 წლიდან ოპერირებს, აერთიანებს შვიდ მოქმედ ფილიალს და განაგრძობს სტაბილურ გაფართოებას.
ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ, პროცესების გაძლიერებასა და მაღალი სტანდარტების კონტროლზე მომართულ საოპერაციო მენეჯერს.
ვაკანტური პოზიცია - საოპერაციო მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი.
სამუშაო განაკვეთი - სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
(გთხოვთ, ელექტრონულ განაცხადში მიუთითოთ სახელფასო მოლოდინი)
პოზიციის მიზანი:
საოპერაციო მენეჯერი პასუხისმგებელია ფილიალების ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტურ მართვაზე, Domino`s-ის გლობალური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფაზე, ოპერაციული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე და მომხმარებელთა გამოცდილების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** Domino`s SOP-ების, გლობალური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლი
** ფილიალების ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი
** სანიტარიული, ჰიგიენური და სურსათის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობა
** პროდუქტის ხარისხის სტანდარტების დაცვა
** გაყიდვების ყოველდღიური/კვირეული/თვიური მაჩვენებლების ანალიზი
** ძირითადი საოპერაციო KPI-ების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
** ფილიალების ბიუჯეტირებაში მონაწილეობა და ხარჯების ოპტიმიზაცია
** ფილიალების მენეჯერებისა და სუპერვაიზერების კოორდინაცია
** თანამშრომლების მოტივაცია, ჩართულობის გაზრდა და დისციპლინის უზრუნველყოფა
** შერჩევის, onboarding-ისა და ტრენინგების პროცესის მხარდაჭერა
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა
** სერვისის მუდმივი გაუმჯობესებაზე მუშაობა
** მარაგების, ინვენტარიზაციისა და პროდუქტის ნაკადების კონტროლი
** ტექნიკური საკითხების დროული მოგვარების მონიტორინგი (ფილიალის მოწყობილობები, ინფრასტრუქტურა)
** დეპარტამენტთა შორის სტრატეგიული თანამშრომლობა საერთო მიზნების მიღწევის მიმართულებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნესის/მენეჯმენტის მიმართულებით.
** რელევანტურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება - სასურველია კვების ან ქსელურ ბიზნესში.
** HACCP სისტემის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.
** კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური ლიდერობა და გუნდის მენეჯმენტი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი.
** დინამიურ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
** შედეგებსა და ხარისხზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** ყოველწლიურად ზრდადი ანაზღაურება
** შედეგებზე ორიენტირებული ბონუს სისტემა
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@dominosteam.ge. წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო მენეჯერი".
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|