Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას — კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

"3D Painter" წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 3D გრავირებას კრისტალის სუვენირებში. ჩვენ ვეძებთ შემოქმედებით, ენერგიულ და თანამედროვე ტრენდებზე ორიენტირებული კონტენტ კრეატორს, რომელიც იმუშავებს ბრენდის განვითარებაზე

მთავარი მოვალეობები:

** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და განხორციელება (Instagram, Facebook, TikTok);
** ვიდეოების გადაღება, მონტაჟი და სხვადასხვა ფორმატისთვის ადაპტირება;
** მუშაობა მონტაჟისა და დიზაინის პლატფორმებთან (CapCut, Canva და სხვა);
** კომპანიის გვერდების მართვა: პოსტების გამოქვეყნება, აღწერების შედგენა, ვიზუალური სტილის დაცვა;
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია — ინბოქსის და კომენტარების მართვა;
** ბრენდთან შესაბამისი კრეატიული კონცეფციების შემუშავება და იდეების ვიდეო ფორმატში გადმოტანა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კამერის წინ ჩაწერის გამოცდილება და კომუნიკაბელურობა;
** შემოქმედებითი ხედვა, ინიციატივა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის, ტენდენციებისა და ფორმატების ცოდნა;
** ვიდეო/ფოტო გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: გალერეა თბილისი ან თბილისი მოლი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 11:00-20:00 (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსები (გაყიდული პროდუქციის პროცენტული წილი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სივი ელ-ფოსტაზე: 3dpainterm@gmail.com. Subject: "კონტენტ კრეატორი".

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 571 696 696
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე