Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
"NIKS Consulting" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)

ჩვენ შესახებ: "NIKS Consulting" არის მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს მათზე მორგებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით: იურიდიული, ფინანსური, ბუღალტრული, ადამიანური რესურსები, მარკეტინგული და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება.

ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად
** კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის აღრიცხვა და კონტროლი
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა
** დებიტორ-კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარება
** პერიოდულად საწყობის ინვენტარიზაციის ჯგუფში ჩართულობა (ადგილზე ვიზიტი)
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა
** საჭიროებისამებრ სხვა საბუღალტრო ოპერაციების შესრულება

მოთხოვნები:

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა (FINA/Balance);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ეკონომიკის დარგში;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** მაღალი ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტიანი მართვა
** სტრესის მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერასა და უკუკავშირს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com. სათაურის ველში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება - [თქვენი სახელი].

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე