|
დასახელება:
სტაციონარული სერვისის ელექტრონიკის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
EGT Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარული სერვისის ელექტრონიკის ტექნიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ ტექნიკოსს, რომელსაც უყვარს ტექნიკა და მუშაობა დეტალებთან. გამოცდილება მისასალმებელია, მაგრამ არა სავალდებულო, ასევე კომპანია უზრუნველყოფს სრულ გადამზადებას და მხარდაჭერას.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკა და შეკეთება
** პროფილაქტიკა და ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა
** სქემებისა და ინსტრუქციების გამოყენება
** ფოტო/წერილობითი მცირე ანგარიშების მომზადება
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება ან ინტერესი ამ სფეროს მიმართ
** პრიორიტეტად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საბაზისო უნარები მულტიმეტრსა და სარჩილავთან
** ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობა
** გუნდში მუშაობის უნარი
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: career-georgia@egt.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სტაციონარული სერვისის ტექნიკოსი". ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|