Робота для біженців з України
კარის მღებავი, მღებავის დამხმარე - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარის მღებავი, მღებავის დამხმარე
მომწოდებელი: სამერი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
"სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე: კარის მღებავი, მღებავის დამხმარე (მზუმფარავი).

ვინ ვართ ჩვენ:

"სამერი ჯგუფი" არის პრემიუმ ხარისხის შიდა კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ "სამერი ჯგუფი"?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:

** იმუშავებ სტაბილურ და პროფესიონალურ გარემოში, სადაც გამოცდილი სპეციალისტების გვერდით შეგიძლია შენი უნარების
განვითარება;
** მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და შესრულებულ სამუშაოზე;
** გექნება ყველა საჭირო რესურსი და მხარდაჭერა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმოებისთვის;
** პროექტის თითოეულ ეტაპზე, იმუშავებ ხარისხის, კონტროლისა და უსაფრთხოების დაცვით;

სამუშაო მისამართი და გრაფიკი:

** მისამართი: ნატახტარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 09:30-19:00

1. კარის მღებავი

მოვალეობა: კარისა და ავეჯის ფასადების დამუშავება და შეღებვა

ანაზღაურება: 4, 000-7, 000 ₾ თვეში

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება კარისა და ავეჯის მიმართულებით
** ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო
** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა
** გუნდურად მუშაობის უნარი

2. მღებავის დამხმარე (მზუფარავი)

მოვალეობა: კარისა და ავეჯის ფასადების დამუშავება და შესაღებად მომზადება

ანაზღაურება: 2, 000-3, 500 ₾ თვეში

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება კარისა და ავეჯის მიმართულებით
** დამხმარე ფუნქციების შესრულების გამოცდილება
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და გუნდურად მუშაობის უნარი

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კარის მღებავი, მღებავის დამხმარე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე