|
დასახელება:
კარის ამწყობი, კარის მონტაჟის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სამერი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
"სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე: კარის ამწყობი (დურგალი) და კარის მონტაჟის სპეციალისტი
ვინ ვართ ჩვენ:
"სამერი ჯგუფი" არის პრემიუმ ხარისხის შიდა კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ "სამერი ჯგუფი"?
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:
** იმუშავებ სტაბილურ და პროფესიონალურ გარემოში, სადაც გამოცდილი სპეციალისტების გვერდით შეგიძლია შენი უნარების
განვითარება;
** მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და შესრულებულ სამუშაოზე;
** გექნება ყველა საჭირო რესურსი და მხარდაჭერა სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმოებისთვის;
** პროექტის თითოეულ ეტაპზე, იმუშავებ ხარისხის, კონტროლისა და უსაფრთხოების დაცვით;
სამუშაო მისამართი და გრაფიკი:
** მისამართი: თბილისი, თემქა, ისააკიანის 1 (კლინიკა "ჯერარსის" უკან)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 09:30-19:00
1. კარის ამწყობი (დურგალი)
მოვალეობა: კარისა და ავეჯის დეტალების დამზადება ხერხისა და პრესის გამოყენებით
ანაზღაურება: 2, 500 - 4, 500 ₾ თვეში
მოთხოვნები:
** გამოცდილება ხერხთან და პრესთან მუშაობაში
** პროფესიონალური სამუშაო პროცესი
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება
2. კარის მონტაჟის სპეციალისტი
მოვალეობა: ბრიგადისთვის თვეში 50-60 კარის დამონტაჟება
ანაზღაურება: გამომუშავებით
მოთხოვნები:
** გამოცდილება კარის მონტაჟში
** ფიზიკური გამძლეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კარის ამწყობი, კარის მონტაჟის სპეციალისტი".
|
|
|
|