Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=688284&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი/პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი/პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: სამერი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
"სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების წარმომადგენელი/პროექტის მენეჯერი (ავეჯის მიმართულებით)

ვინ ვართ ჩვენ:

"სამერი ჯგუფი" არის პრემიუმ ხარისხის შიდა კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ "სამერი ჯგუფი"?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:

** იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად;
** ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის;
** გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს;
** მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას — ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან;
** იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;

პოზიციის შესახებ:

ეს არის ჰიბრიდული როლი, რომელიც აერთიანებს გაყიდვების წარმომადგენლისა და პროექტის მენეჯერის ფუნქციებს.

ვაკანსია განკუთვნილია გამოცდილ პროფესიონალზე, რომელსაც შეუძლია მართოს პროექტის სრული ციკლი, კომუნიკაციის დამყარებიდან - საბოლოო ჩაბარებამდე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ინბოქსი, სატელეფონო ზარები, პირისპირი შეხვედრები)
** მათი საჭიროებების ზუსტი განსაზღვრა და დეტალური კონსულტაციის გაწევა შეკვეთის კომერციული და ტექნიკური მართვა:
** კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა
** ავეჯის შეკვეთის განფასების მომზადება

პროექტის მენეჯმენტი შეკვეთიდან საბოლოო ჩაბარებამდე:

** პროცესების კოორდინაცია
** მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაცია
** ხარისხისა და დროული ჩაბარების კონტროლი

მოთხოვნები:

** არქიტექტურული და ავეჯის ნახაზების წაკითხვის უნარი
** მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** მაღალი ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
** გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 10:00-19:00

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების წარმომადგენელი/პროექტის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია