Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აზია სერვისი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
შპს აზია სერვისი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 ; შაბათი 9:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი N 21

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესების მართვა
** საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და კონტროლი
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ) შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება;
** RS.GE-ის მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** დებიტორულ/კრედიტორული ნაშთების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** პროგრამა FINA-ს საფუძვლიანი ცოდნა
** RS.GE -სთან მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
** ქართული ენის და ინგლისური ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

ელ.ფოსტა: mari@asiaservice.ge; anna@asiaservice.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: 593908589 557591576
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე